ინგლისის თასის მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ენფილდზე ჩელსის უმასპინძლა.
მატჩი დრამატული გამოდგა და პენალტების სერიაში წითლებმა იმარჯვეს, სადაც შეხვედრის მთავარი გმირი ქართველი მეკარე გახდა. მან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და გადამწყვეტ მომენტებში გუნდი გადაარჩინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლივერპულის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა და მისი გამოსვლა შეაფასა:
მამარდაშვილი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეული ჩვენგანისთვის შესანიშნავი საღამო იყო, მომდევნო ეტაპზე გავედით და ახლა ბორნმუთთან საშინაო მატჩი გველოდება. ვფიქრობ, მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო. ეს მისთვის შესანიშნავი საღამოა და ბედნიერი ვარ, რომ ლივერპულის მომდევნო ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა.
კარაბაოს თასის მეოთხედფინალში ლივერპულის მეტოქე ბორნმუთი იქნება და ეს შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.