იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის 2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს.
მორიგ მატჩში იანიკ სინერი ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდა და 2 სეტში (6-4, 6-3) დაამარცხა.
იტალიელმა პირველი მატჩიც 2 სეტში მოიგო ფელიქს ოჟე-ალიასიმის წინააღმდეგ და ორი მოგებით ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა.
ჯგუფის ბოლო მატჩს სინერი ბენ შელტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.
შემაჯამებელი ტურნირი 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.