იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის 2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი გადამწყვეტ ფაზაშია.
ნახევარფინალური მატჩების შედეგად ფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ მატჩში იანიკ სინერი ალექს დე მინორს დაუპირისპირდა და 2 სეტში (7-5, 6-2) დაამარცხა. იტალიელი ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.
სინერის მეტოქე ფინალში კი, რა თქმა უნდა, კარლოს ალკარასი იქნება, რომელმაც ფელიქს ოჟე-ალიასიმს ასევე 2 სეტში (6-2, 6-4) მოუგო.
იტალიელი და ესპანელი 2025 წელს მეხუთედ შეხვდებიან ერთმანეთს. კარიერულად კარლოსი მეტოქეს 10-5 ამარცხებს.
ბოლო ოფიციალური მატჩი ამერიკის ღია პირველობის ფინალში შედგა, რომელშიც ალკარასმა იმარჯვა, მათ შორის სულ ბოლო მატჩი კი Six Kings Slam-ზე სინერმა მოიგო, თუმცა ეს ოფიციალურ სტატისტიკაში არ ითვლება.
ალკარასი ATP Finals-ის საჩემპიონო შეხვედრაში პირველად ითამაშებს, იანიკი კი მოქმედი ჩემპიონი და ფინალში ზედიზედ მესამედ მიიღებს მონაწილეობს.
უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფინალის შედეგის მიუხედავად წელს რეიტინგის პირველ ნომრად ესპანელი ჩოგბურთელი დაასრულებს.