• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებოდით" - ფერეროს პირველი ინტერვიუ
ჩოგბურთიჩოგბურთი

"იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებოდით" - ფერეროს პირველი ინტერვიუ

24 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიოს პირველ ჩოგან კარლოს ალკარასთან 7-წლიანი საქმიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ხუან კარლოს ფერერომ პირველი ინტერვიუ მისცა.

ერთ-ერთმა საუკეთესო საჩოგბურთო მწვრთნელმა ილაპარაკა იმ გარემოებებზე, რომლებმაც თანამშრომლობის შეწყვეტაზე იქონია გავლენა.

"როდესაც წელი მთავრდება, კონტრაქტებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების გადახედვაა საჭირო. როგორც ნებისმიერი ახალი კონტრაქტის შემთხვევაში, იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებოდით.

ლოგიკურია, რომ კარლოსის ბანაკი ფიქრობს იმაზე, რა არის მისთვის საუკეთესო, ჩემი კი იმაზე, რა არის ჩემთვის საუკეთესო. შესაძლოა, ნახსენებ "გარკვეულ საკითხთა" მოგვარება შესაძლებელი ყოფილიყო, თუ სასაუბროდ დავსხდებოდით, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა აღარ გაგვეგრძელებინა. სინამდვილეში ასე მოხდა. იყო საკითხები, რომლებზეც საჯაროდ დეტალურად არ ვისაუბრებ, მაგრამ მათზე ვერ ვთანხმდებოდით და საბოლოოდ, ჩვენი გზებით წავედით.

შედეგების თვალსაზრისით, 2025 წელი ძალიან კარგი იყო. ჩვენ ორს შორის კამათიც კი არ ყოფილა. სამუელის მოსვლამ გუნდს ახალი ჰაერი შეჰმატა. სეზონი დასრულდა ტურინში და მაშინ ყველას გვქონდა წარმოდგენა, რომ გავაგრძელებდით. შემდეგ რაც მოხდა, მოხდა და ჩვენ ჩვენი გზებით წავედით, მაგრამ თავდაპირველად იდეა გაგრძელება იყო და სწორედ ეს ვთქვი ჩემს განცხადებაში.

ვფიქრობ, ორივეს გვჭირდება გარკვეული დრო, რომ სრულად გავუმკლავდეთ ამ განშორებას. ეს არც ისე ადვილია. ახლა ძალიან მტკივა, რადგან ასეთი ურთიერთობების ერთ დღეში დასრულება რთულია და ჭრილობების მოშუშებას გარკვეული დრო აუცილებლად უნდა ეთმობოდეს. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, მტკივნეული იქნება, როდესაც მას ტურნირებში ვნახავ - ბევრი საერთო გამოცდილება გამახსენდება. ასე რომ, ისევ მასთან ერთად გოლფის სათამაშოდ წასვლას გარკვეული დრო დასჭირდება", - ამბობს ფერერო.

ფერერო ალკარასს მისი პროფესიონალური კარიერის დასაწყისიდან წვრთნიდა - კარლიტოსმა 24 ტიტული მოიგო, მათ შორის დიდი სლემის 6 ტურნირი (როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა - ყველა მათგანი 2-2-ჯერ).

22 წლის ესპანელს 5-დან 9 წლამდე კარლოს სანტოსი წვრთნიდა, 9-დან 17 წლამდე კი - კიკო ნავარო.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ჩოგბურთი
ალკარასი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

3 სეტში მოიგო - ბასილაშვილს ინდიან უელსის ძირითად ბადემდე 1 გამარჯვება აშორებს

•ქართული

ქართული

3 სეტში მოიგო - ბასილაშვილს ინდიან უელსის ძირითად ბადემდე 1 გამარჯვება აშორებს
•ქართული

ქართული

VIDEO: 26-ე ტიტული კარიერაში - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: 26-ე ტიტული კარიერაში - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

დემბელე, ალკარასი, სინერი და სხვები - Laureus-ის 2026 წლის ნომინანტები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დემბელე, ალკარასი, სინერი და სხვები - Laureus-ის 2026 წლის ნომინანტები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუმარცხებელი კარლოს XI — დოჰას ტურნირის ფინალური წყვილი გაირკვა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

დაუმარცხებელი კარლოს XI — დოჰას ტურნირის ფინალური წყვილი გაირკვა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

03 მარ, 2026

3 სეტში მოიგო - ბასილაშვილს ინდიან უელსის ძირითად ბადემდე 1 გამარჯვება აშორებს

News image

21 თებ, 2026

კომენტარები

ლინკის დაკოპირება