VIDEO: სტეფ კარის 26 ქულა - გოლდენ სტეიტმა ორლანდოს მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში გოლდენ სტეიტ უორიორსი ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა და 120-97 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 26 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ორლანდოდან ყველაზე მეტი ქულა პაოლო ბანჩერომ მიითვალა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა, 12 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.
პარკეტზე 14 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
გოლდენ სტეიტი 30 მატჩში 15 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ორლანდო კი 29 შეხვედრაში 16 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს.