VIDEO: ვირცის ბენეფისი — გერმანიამ უხვგოლიან თამაშში შვეიცარიას მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში გერმანია სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიას დაუპირისპირდა და 4:3 მოიგო.
კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გერმანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ფლორიან ვირცმა, რომელმაც ორი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვება პირადად მოუტანა.
შვეიცარია თამაშს ორჯერ იგებდა, თუმცა გერმანიამ ორჯერ გაათანაბრა და საბოლოოდ, 85-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის მოგებაც შეძლო.