ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩაბი ალონსომ ბაიერ ლევერკუზენში ისტორია დაწერა, ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 18 თვეში მოახერხა.
ესპანელი ბაიერში 2022 წლის 5 ოქტომბერს დაინიშნა, როცა გუნდი ბუნდესლიგაში ბოლოს წინა ადგილზე იმყოფებოდა.
ეს ლევერკუზენის ისტორიაში მეორე ყველაზე ცუდი სტარტი იყო 1979 წლის შემდეგ.
ჩაბის იქამდე არცერთი მთავარი გუნდი არ ჰყავდა გაწვრთნილი. ის ლევერკუზენს სოსიედად B-ში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ შეუერთდა.
ალონსოს დანიშვნიდან 557 დღის შემდეგ კი ბაიერ ლევერკუზენმა 120-წლიანი არსებობის ისტორიაში ბუნდესლიგის პირველი ტიტული მოიგო.
ფარმაცევტებმა ეს ყველა ტურნირზე 43-მატჩიან წაუგებელ სერიასთან ერთად მოახერხეს.
ბაიერი ასევე გერმანიის თასის ფინალშია, სადაც კაიზერსლაუტერნს დაუპირისპირდება, ევროპა ლიგაზე კი გუნდი 1/4 ფინალშია, სადაც პირველ მატჩში ვესტ ჰემი 2-0 დაამარცხა.
ეს ყველაფერი ჩაბი ალონსოს სადებიუტო სამწვრთნელო სეზონში მოხდა. პირველი ტიტული უკვე მოგებულია, ახლა ტრებლზე ოცნებაც შეიძლება.
ლევერკუზენი ხომ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ევროპის ტოპ ლიგებში.
კომენტარები
2 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ