ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართული ფეხბურთის უახლოეს ისტორიაში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გახსენება შეიძლება.
2011 წლის 25 აგვისტო (დინამო არენა) - დინამო თბილისი VS ათენის აეკი
დინამო თბილისს ერთი მატჩი აშორებდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე. ქართულმა გუნდმა ათენში პირველი შეხვედრა 1-0 წააგო და თბილისში ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა.
თბილისური მატჩის დასაწყისშივე ალექს გარსიას გუნდი ალექსანდე კოშკაძის გოლით დაწინაურდა. თამაშის ბოლომდე ანგარიში შენარჩუნდა და დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე ლევან კაკუბავამ საჯარიმოში ეიდურ გუდიონსენი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბერძნებმა ზუსტად შეასრულეს. ევროპა ლიგის ჯგუფში ათენის აეკი მოხვდა.
ფოტოზე ჩანს, თუ მატჩის შემდეგ როგორ ამშვიდებს დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, ალექს გარსია 19 წლის ნიკა კვეკვესკირს.
2020 წლის 12 ნოემბერი (დინამო არენა) - საქართველო VS ჩრდილოეთ მაკედონია
ამჯერად საქართველოს ნაკრებს აშორებდა ერთი მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე. ეროვნულ გუნდს ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ თამაში ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუწია, გუნდს წინა დღეს გამოაკლდა ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. ყველაფერი ცუდად დასრულდა. გორან პანდევის გოლით დავმარცხდით და ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიელები გავიდნენ.
ქართველთა მხრიდან საუკეთესო მოთამაშე ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელმაც მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და ეს ფოტო იმ მარცხის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.
2024 წლის 26 მარტი (დინამო არენა) - საქართველო VS საბერძნეთი
საქართველოს ნაკრები ისევ ერთ ნაბიჯში ევროპის ჩემპიონატთან, ამჯერად მეტოქე საბერძნეთი იყო. დაპირისპირების ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესრულება კი ნიკა კვეკვესკირს მოუწია.
31 წლის ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი გახდა და საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
როგორც ჩანს, ნიკა კვეკვესკირის ხვედრი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი მატჩების ეპიცენტრში ყოფნა იყო. აქამდე მას არ უმართლებდა, მე-3 ცდაზე კი ყველაფერი გამოვიდა - კვეკვე და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არიან.
კომენტარები
2 საათის წინ
3 საათის წინ
7 საათის წინ
9 საათის წინ