ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალში პსჟ-მ ბარსელონა გაანადგურა.
შეხვედრა კატალონიაში სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა 6:4 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
მე-12 წუთზე რაფინიამ ლამინ იამალის პასით ბარსას უპირატესობა ორამდე გაზარდა (4:2 ორი მატჩის ჯამში), თუმცა მატჩის 29-ე წუთზე გადამწყვეტი რამ მოხდა - ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან პირდაპირი წითელი ბარათის ჩვენებით რონალდ არაუხო გააძევეს.
მე-40 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გაათანაბრა. 54-ზე ვიტინიამ ორი მატჩის ჯამში აღადგინა წონასწორობა, გადამწყვეტი უპირატესობა კი პარიზელებს კილიან მბაპემ მოუტანა, რომელმაც 61-ე წუთზე ჯერ პენალტი შეასრულა ზუსტად, 89-ზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში გაათანაბრა.
ამ გამარჯვებით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ატლეტიკო გამოაგდო.
კომენტარები
6 საათის წინ
5 საათის წინ