ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტი მადრიდის რეალს უმასპინძლებს.
მან სიტი VS რეალი
23:00, ეტიჰად სტედიუმი, მთავარი არბიტრი: დანიელე ორსატო
პირდაპირი ტრანსლაცია adjarabetarena-ზე
პირველი შეხვედრისთვის კარლო ანჩელოტი დიდხანს ემზადებოდა [9 დღე ჰქონდა ბოლო მატჩიდან] და კაილ უოკერის არყოფნის გამო, პეპის გაკვირვება მოახერხა - მიუხედავად მე-2 წუთზევე სიტის დაწინაურებისა, პირველი ნახევარი რეალის კარნახით წარიმართა, რაც პირველ რიგში იმით იყო გამოწვეული, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე იტალიელმა ვინისიუსი და როდრიგო ერთად დააყენა, რასაც პეპი აშკარად არ ელოდა.
საბოლოოდ, რეალმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავა და დაისაჯა კიდეც - მეორე ნახევარში ფოდენმა და გვარდიოლმა შორეული დარტყმებით სიტი წინ გაიყვანეს და პრესინგისგან დაღლილ რეალს მხოლოდ ანგარიშის გასათანაბრებლად ეყო ძალები - ფედე ვალვერდემ არანაკლები სილამაზის გოლი შეაგდო და საქმის გარჩევა მანჩესტერული მატჩისთვის გადადო.
უიქენდი ორივე გუნდს წარმატებული ჰქონდა - მან სიტიმ კონკურენტების ფეხის დაცდენით ისარგებლა, თავად სახლში ლუთონი 5:1 გაანადგურა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. ბევრის აზრით, სწორედ ეს იყო საჩემპიონო ბრძოლის გადამწყვეტი ტური.
რეალმა თავის მხრივ, ბარსელონას კლასიკოს წინ ქულათა სხვაობის შემცირების საშუალება არ მისცა - კარლო ანჩელოტიმ პეპის მსგავსად შემადგენლობა გადაახალისა, თუმცა ამის მიუხედავად, საკუთარ კედლებში ყოველთვის სახიფათო მალიორკას დამარცხება მაინც მოხერხდა - ერთადერთი გოლი შორეული დარტყმითა და რიკოშეტის დახმარებით, მეორე ტაიმის სტარტზე, ორელიან ჩუამენიმ გაიტანა.
სამეფო კლუბი მანჩესტერში აქამდე შეუსრულებელი და მიუღწეველი მისიით ჩადის - ეტიჰადზე უნდა დაამარცხოს მანჩესტერ სიტი, ჯერ არასდროს არ გაუკეთებია.
მან სიტის საშინაო არენამ რეალს ისტორიაში 6-ჯერ უმასპინძლა, საიდანაც 4 გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
თუ პირველ მატჩში სიტის ედერსონი, კაილ უოკერი, ნათან აკე და მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კევინ დე ბრუინი გამოაკლდა, დღეს თუ ისევ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პეპს სრული გუნდი ეყოლება განკარგულებაში.
მთლად ასეთი სიტუაცია არ აქვს კარლო ანჩელოტის - მის გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან დავიდ ალაბა და ტიბო კურტუა [რომელთათვის სეზონი პრაქტიკულად დამთავრებულია], ასევე, ეტიჰადზე მოედანზე ვერ გავა ორელიან ჩუამენიმ, რომელიც თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
მან სიტი: ედერსნი, უოკერი, დიაში, სტოუნსი, გვარდიოლი, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდო, ფოდენი, დოკუ, ჰალანდი
რეალი: ლუნინი, კარვახალი, ნაჩო, რუდიგერი, მენდი, კამავინგა, ვალვერდე, კროოსი, ბელინგემი, ვინისიუსი, როდრიგო.
კომენტარები
13 საათის წინ
17 საათის წინ
14 საათის წინ