ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ვუყურე მატჩს და ძალიან მიხარია, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. დიდებული შედეგია. მწვრთნელმა დიდი სამუშაო გასწია ჩემი წასვლის შემდეგ. ბოლო 10 წელიწადში ფეხბურთი საქართველოში განვითარდა საოცარ გულშემატკივართან ერთად. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს. ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, დიდებული მეკარე, მათ კარგი გუნდი ჰყავთ."
"როგორ შეიცვალა გუნდი ჩემი წასვლის შემდეგ? ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და ხარისხი აქვს. სტილიც შეიცვალა, იქამდე ჩვენ დაცვიდან სწრაფ კონტრშეტევებზე ვთამაშობდით."
"სამწუხაროდ 4 წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონია ვერ დავამარცხეთ და მიხარია, რომ ისტორია არ გამეორდა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული მატჩი იყო. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად მეც ბედნიერი ვარ." - უთხრა სლოვაკმა სპეციალისტმა Metarating-ს.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2016-2020 წლებში იყო. მისი თავკაცობით ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
კომენტარები
20 საათის წინ
16 საათის წინ
21 საათის წინ
18 საათის წინ