ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 31-ე ტურში ვალენსია ოსასუნას ესტუმრა და მეტოქე 0-1 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე ანდრე ალმეიდამ გაიტანა და ღამურებს 3 ქულა მოუტანა.
რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად.
ქართველი მეკარისთვის ეს მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან პირველად უკაპიტნა ვალენსიას. 23 წლის ასაკში ეს უდიდესი მიღწევაა.
მან შეხვედრის განმავლობაში 2 ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთი პენალტიც. 97-ე წუთზე ანტე ბუდიმირი თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მივიდა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა, ამით კი მამარდამ ისარგებლა და გოლი არ გაუშვა.
❌ Emoción hasta el último minuto#OsasunaValencia 🔴🦇#LaLigaHighlights pic.twitter.com/Zynt4feJNZ
— Valencia CF (@valenciacf) April 15, 2024
გიორგიმ 85-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. მან Sofascore-სგან 7.1 შეფასება დაიმსახურა.
ვალენსია 47 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ევროზონაში მყოფ სოსიედადს 3 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები
10 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ