VIDEO: 2 ულამაზესი გოლი - ჩელსის მომავალმა მოთამაშემ ნეიმარის შედეგი გაიმეორა
02 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიაში პაულისტას 1/4 ფინალურ მატჩში პალმეირასი სან ბერნარდოს დაუპირისპირდა და 0-3 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან დუბლი შეასრულა 17 წლის ესტევაომ, რომელსაც ორივე გოლი ძალიან ლამაზი გამოუვიდა.
ახალგაზრდა ტალანტს 18 წლამდე უკვე 30 საგოლე მოქმედება (გოლი + საგოლე გადაცემა) დაუგროვდა, რაც 2010 წლის შემდეგ არცერთ ბრაზილიელს არ გაუკეთებია. 15 წლის წინ ეს ნეიმარმა შეძლო.
ესტევაო 18 წლის აპრილში ხდება, ივლისში კი ოფიციალურად ის ლონდონის ჩელსის შეუერთდება.