მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაიამის მასტერსის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვჩმა 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
პირველი რაუნდის განთესვის გამო გამოტოვების შემდეგ, მეორე წრეში ნოლეს მეტოქე ავსტრალიელი რინკი ჰიჯიკატა იყო, რომელიც სერბმა ლეგენდამ ორ სეტში, 6:0 7:6 (1) დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნოვაკმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში, დოჰას და ინდიან უელსის პირველ მატჩებში განცდილი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შემდეგ რაუნდში ნოვაკის მეტოქე არგენტინელი უგო კარაბელი იქნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები