მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეთსი მილოუკი ბაქსს დაუპირისპირდა და 127-117 დაამარცხა.
დენვერს დაუბრუნდა ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა - 39 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.
ეს ნიკოლას 30-ე სამმაგია ამ სეზონში, რითიც ის გახდა მე-4 მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ასეთი შედეგი დააფიქსირა. აქამდე 30+ სამმაგი დუბლი ერთ სეზონში რასელ უესტბრუკს (3-ჯერ), ოსკარ რობერტსონსა და უილტ ჩემბერლენს ჰქონდათ შესრულებული
მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი სწორედ სერბმა შექმნა, როცა აარონ გორდონს საოცარი პასი გაუკეთა. ამ პასს წლის საუკეთესო ასისტზეც კი ექნება პრეტენზია.
დენვერი 74 მატჩში 46 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
JOKIC DIME OF THE YEAR???! 😱😱
— Bleacher Report (@BleacherReport) March 27, 2025
ARE YOU KIDDING ME. pic.twitter.com/hyYEnin3XS
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები