მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 118-106 დაამარცხა.
პარკეტზე 9 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც ამ დროში 4 მოხსნა დააგროვა.
გამარჯვებულ გუნდს ფრანც ვაგნერმა (32 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა) და პაოლო ბანჩერომ (30 ქულა, 7 მოხსნა) ულიდერეს.
ლეიკერსიდან გამორცეულები ლუკა დონჩიჩი (32 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა) და ლებრონ ჯეიმსი (24 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა) იყვნენ.
ორლანდო 72 მატჩში 34 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ლეიკერსი კი 71 შეხვედრაში 43 მოგებით დასავლეთში მე-5 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები