საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში, გერმანის უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
გერმანელები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც მიუნხენის ბაიერნის 17 წლის სუპერ ტალანტ ლენარტ კარლისა და ბელგიური ბრიუგეს ფორვარდ ნიკოლო ტრესოლდის გოლებში გადაითარგმნა.
5 ტურის შემდეგ, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს 5 ქულა აქვს და ლატვიასა (2 ქულა) და მალტას (0 ქულა) უსწრებს, ჩრდ. ირლანდიას (7 ქულა), გერმანიასა (12 ქულა) და საბერძნეთს (15 ქულა) კი ჩამორჩება.
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო თამაშს 2026 წლის 27 მარტს, ლატვიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ გამართავს.