ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

1/4 ფინალების მეორე დღე - დღეს საფრანგეთის მეტოქე გაირკვევა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

1/4 ფინალების მეორე დღე - დღეს საფრანგეთის მეტოქე გაირკვევა

10 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს მუნდიალის მეორე ნახევარფინალისტი გაირკვევა.


მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალში მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება.


ესპანეთი ამ მუნდიალზე მშრალ სერიას აგრძელებს - უნაი სიმონს ხუთ მატჩში ჯერ გოლიც არ აქვს გაშვებული და რეკორდს რეკორდზე ხსნის. წინა ეტაპზე ფურია როხამ კრიშტიანუ რონალდუ გაუშვა სახლში და როგორც ჩანს, საბოლოოდ მუნდიალის გარეშე დატოვა, იქამდე კი ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებმა ავსტრია დატოვეს უშანსოდ.


რაც შეეხება ბელგიას, გუნდმა 1/16 ფინალში ბეწვის ხიდზე გაიარა, როცა სენეგალთან 85-ე წუთისთვის 0:2-ს მარცხდებოდა, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხა და დამატებით დროში მოიგო კიდეც, 1/8-ფინალში კი რუდი გარსიას შეგირდებმა უკვე ბევრად დამაჯერებლად გაიარეს მასპინძელი აშშ-ს ბარიერი, რომელსაც ბალოგუნის სრულიად აბსურდულად გაუქმებულმა წითელმა ბარათმაც ვერ უშველა.


ამ წყვილში გამარჯვებული დღეისთვის ტურნირის მთავარ ფავორიტ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ საკმაოდ დამაჯერებლად და პრობლემების გარეშე გაიარა მაროკოს ბარიერი.


ამ გუნდების დაპირისპირება 23 მატჩს ითვლის, საიდანაც 12 გამარჯვება ესპანეთმა მოიპოვა, 6 ბელგიამ, 5 კი ფრედ დასრულდა.


უკანასკნელი დაპირისპირება 2016 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა ესპანებმა 2:0 მოიგეს. 


მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების ამ დრომდე ერთადერთი მატჩი 1986-ში გაიმართა, როცა ამავე სტადიაზე, 1/4 ფინალში,  მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტებში კი ბელგია გახდა გამარჯვებული და 1/2 ფინალშიც გავიდა.


სავარაუდო შემადგენლობები


ესპანეთი: სიმონი, კუკურელია, ლაპორტი, კუბარსი, პორო, პედრი, როდრი, ბაენა, ოლმო, ლამინი, ოიარსაბალი


ბელგია: კურტუა, კასტანი, ნგოი, მეშელე, დე კუიპერი, ვანაკენი, ტილემანსი, დოკუ, დე ბრუინი, ტროსარი, დე კეტელარე.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

belgium
მსოფლიო ჩემპიონატი
spain
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფეხბურთი ამჯერად მაინც დაბრუნდება სახლში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთი ამჯერად მაინც დაბრუნდება სახლში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ მელოტ ჟურნალისტს დასცინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ მელოტ ჟურნალისტს დასცინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 აგვ, 2026

ფეხბურთი ამჯერად მაინც დაბრუნდება სახლში?

News image

22 აგვ, 2026

ინფანტინომ მელოტ ჟურნალისტს დასცინა

News image

24 აგვ, 2026

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."

News image

24 აგვ, 2026

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება