ეკო გორგოძემ ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მიმდინარე ტურნირზე გამოსვლა 1/4 ფინალში დაასრულა.
ქართველმა ჩოგბურთელმა, კვალიფიკაციის ჩათვლით, ზედიზედ 4 თამაში მოიგო, 1/4 ფინალურ შეხვედრაში კი იაპონელ ჰიმენო საკაცუმესთან დამარცხდა - 6:3; 2:6; 0:6.
აღსანიშნავია, რომ ეკო წყვილთა შორის ასპარეზობასაც გამოეთიშა - 1/2 ფინალში, იტალიელ კამილა როზატელოსთან ერთად, 2 სეტში წააგო და ფინალის საგზური მარია კოზირევა / ირინა შიმანოვიჩის წყვილს დაუთმო.