ბარსელონამ ლა ლიგის 29-ე ტიტული დაუძინებელი მეტოქის, მადრიდის რეალის დამარცხებითა და ნამდვილი საფეხბურთო შოუთი მოიპოვა.
მატჩის მეცხრე წუთზე ნამდვილი ზეიმი დაიწყო: ლამინ იამალისა და რაფინიას არყოფნაში, საჯარიმო დარტყმა მარკუს რაშფორდმა შეასრულა. იჯარით აყვანილმა ფორვარდმა ბურთი ტიბო კურტუას კარის ცხრიანში ბრწყინვალედ ჩაახვია, რამაც კამპ ნოუზე შეკრებილი გულშემატკივრები აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბარსელონას პირველი გოლი საჯარიმო დარტყმით ელ კლასიკოში ბოლო 14 წლის განმავლობაში, ბოლოს ეს მესიმ შეძლო. მოგვიანებით ფერან ტორესმა სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა საღამოს მთავარი გმირი რაშფორდი გახდა, რომელმაც კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტული მოიგო.
ამ პერფორმანსის შემდეგ ჩნდება მთავარი კითხვა: დაარწმუნა თუ არა ინგლისელმა ბარსელონას ხელმძღვანელობა, რომ ზაფხულში მისი კონტრაქტი გამოისყიდონ?
VIDEO: კლასიკო მოგებულია - ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონია