VIDEO: კლასიკო მოგებულია - ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 35-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, კამპ ნოუზე, ბარსელონამ მადრიდის რეალი მიიღო.
ისტორიაში პირველად ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ელ კლასიკოში გაირკვა.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-9 წუთზე მარკუს რაშფორდმა საჯარიმო დარტყმით შეძლო ანგარიშის გახსნა, მე-18 წუთზე კი დანი ოლმოს ბრწყინვალე პასის შემდეგ ფერან ტორესმა გაზარდა სხვაობა ორამდე.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში ანგარიში აღარ შეცვლილა და ბარსელონამ რეალი 2-0 დაამარცხა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ამ გამარჯვებით ესპანეთის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა და ისტორიაში ლა ლიგის 29-ე ტიტული მოიპოვა.