ბაიერნმა რეალი ჩემპიონთა ლიგიდან 2012 წლის შემდეგ პირველად გამოაგდო.
ვენსან კამპანის გუნდმა ტურნირის მეოთხედფინალში მადრიდელები ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (2:1 სტუმრად, 4:3 შინ). მიუნხენელებმა რეალის ბარიერი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაძლიეს — მაშინ მათ ესპანელებს ნახევარფინალში აჯობეს (2:1, 1:2, პენალტების სერიაში — 3:1).
მას შემდეგ „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ 4-ჯერ მოუგო ბაიერნს ორმატჩიანი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე:
2014 წელს ნახევარფინალში (1:0, 4:0);
2017 წელს მეოთხედფინალში (2:1, 4:2);
2018 წელს ნახევარფინალში (2:1, 2:2);
2024 წელს ნახევარფინალში (2:1, 2:2).
ამ გამარჯვებით ბაიერნმა მრავალწლიანი უიღბლო სერია დაასრულა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.