17 წლის ქართველი კალათბურთელი ნოდარ ჯავახიშვილი კარიერას ესპანეთში, ვერაბასკეტში გააგრძელებს.
ახალგაზრდა სპორტსმენმა გასული სეზონიც ესპანურ კლუბში, ალგინეტში გაატარა.
რაც შეეხება მის ახალ გუნდს, ვერა ალმერიის საუკეთესო საკალათბურთო კლუბია. გუნდი პირველ ეტაპზე ალმერიის ჩემპიონატში იასპარეზებს, მარტიდან კი ანდალუსიის პირველობაში ჩაერთვება.
იმ შემთხვევაში, თუ ვერაბასკეტი სამ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება, ესპანეთის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ჯავახიშვილმა კალათბურთის თამაში კასპში დაიწყო, საიდანაც საცხოვრებლად და სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა, თუმცა ერთი სეზონი სამშობლოშიც ითამაშა და აკადემიის ღირსებას იცავდა.