აბუ დაბიში მიმდინარე ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას დუბაი მადრიდის რეალს დაუპირისპირდა.
მეტად დაძაბული და სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 88:88 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში უფრო წარმატებულად ესპანელებმა იასპარეზეს და 98:95 გაიმარჯვეს, რითაც ფინალში გავიდნენ და ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეხვდებიან.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მან პარკეტზე 25 წუთი გაატარა და გუნდს 11 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.
რეალის შემადგენლობაში საუკეთესოები 20-20 ქულით ტავარეში და კავუვუ-კაბარო იყვნენ.