VIDEO: ბათუმის ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე და შემდეგი ეტაპი
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ბათუმმა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში რუმინულ ორადეასთან მნიშვნელოვანი მატჩი გამართა.
ბათუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში 77:93 დათმეს შეხვედრა და ამით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშნენ.
მიუხედავად ამისა, მათი ევროპული სეზონი არ სრულდება და გუნდი ასპარეზობას ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს.
რუმინულ კლუბთან შეხვედრაში ქართული გუნდის შემადგენლობაში ორი გამორჩეული ლიდერი იყო, რომლებმაც მოედანზე მაქსიმუმი გაიღეს.
გიორგი ოჩხიკიძემ გუნდს 22 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა, ხოლო ლარი ჰოუელმა აქტივში 23 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა, თუმცა მათმა შესანიშნავმა თამაშმა ბათუმელები მარცხისგან ვერ იხსნა.