თბილისი არენაზე მიმდინარე ჯუდოს დიდ სლემზე, საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი 19 წლის თორნიკე გიგაურმა მოუტანა.
-66 კგ. წონით კატეგორიაში, გიგაურმა 3 ბრძოლა მოიგო, 1/2 ფინალში კი აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან იპონით დამარცხდა.
თორნიკე ბრინჯაოს მედლისთვის 21 წლის კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესს დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და დიდი სლემის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გათამაშების 1-ელ დღეს, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა ნინო ლოლაძეს, რომელმაც მე-3 ადგილისთვის შეხვედრა ფინელ ფიჰლა სალონენთან დათმო.
ჩვენი ნაკრები გათამაშებაზე 42 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. მწვრთნელები რამდენიმე ლიდერს ასვენებენ, რისი მიზეზიც 16-19 აპრილს ასევე თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატია.
ტურნირში 24 ქვეყნის 172 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის, 94 კაცი და 78 ქალი.