VIDEO: სადებიუტო გოლი ჩინეთში - არდაზიშვილმა ნინგბო პროფესიონალს გაუტანა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რატი არდაზიშვილმა ჩინეთის რანგით მე-2 დივიზიონში სადებიუტო გოლი გაიტანა.
გუანსი ენჩენის ქართველმა ნახევარმცველმა ნინგბო პროფესიონალთან მატჩისას, 71-ე წუთზე, თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. მისმა გუნდმა 2:1 მოიგო და 2 ტურში 3 ქულა აქვს.
27 წლის ფეხბურთელი გუანსი ენჩენის რიგებში იანვარში ჩაირიცხა და კლუბთან 1+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.
გუანსი ენგჩენი ჩინეთის სამხრეთით მდებარე რეგიონ გუანსის კლუბია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და, ქვეყნის მეორე ლიგის 9-ქულიანი უპირატესობით მოგების შემდეგ, 2026 წლის სეზონიდან პირველ ლიგაში (სუპერ ლიგის შემდეგი დივიიზიონი) ასპარეზობს.
არდაზიშვილი თბილისის ლოკომოტივის აღზრდილია, წლების განმავლობაში ლატვიაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანშიც უთამაშია, 2025 წლის ივლისიდან კი გაგრაში გამოდიოდა და ეროვნული ლიგის 16 მატჩში 5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 1 გოლი და 4 ასისტი.