ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში (ატლეტიკო 2:0 მალაგა) მადრიდული კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდი დამყარდა.
დიეგო სიმეონემ სეზონის სტარტზე თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ძირითად შემადგენლობაში 16 წლის მცველი, ხორხე დომინგესი ათამაშა.
16 წლის, 8 თვისა და 2 დღის ასაკში, დომინგესი ატლეტიკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. მან ხოსე ლუის მარტინესის რეკორდი დაამხო, რომელიც ხელუხლებელი 1984 წლიდან იყო.
საინტერესო დამთხვევაა: როდესაც მისმა თანაგუნდელმა, 34 წლის კოკემ ატლეტიკოში სადებიუტო მატჩი ჩაატარა (2009 წლის 19 სექტემბერს), დომინგესი ჯერ დაბადებულიც არ იყო, ის ამ ქვეყანას 2009 წლის დეკემბერში მოევლინა.
ახალგაზრდა მცველმა მოედანზე 45 წუთი გაატარა, ბურთს 24-ჯერ შეეხო და პასების 100%-იანი სიზუსტე (13/13) დააფიქსირა. მეორე ტაიმში სიმეონემ ის მარკოს ლორენტეთი შეცვალა, რათა დაცვაში მეტი გამოცდილება შეეტანა. თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ემოციები ვერ დამალა:
წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ და არ მჯერა, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს. ამ შანსისთვის უზომოდ მადლიერი ვარ და მოუთმენლად ველი იმას, რაც წინ მელოდება
მეორე ტაიმში ახალწვეულის, ლი კან-ინისა და ალექს ბაენას გოლებით სიმეონეს გუნდმა დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.