ინგლისის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ივნისში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და მეტოქეებიც უკვე ცნობილია.
FA-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სამი ლომი 6 ივნისს - ახალ ზელანდიას, ხოლო 10 ივნისს კოსტა რიკას შეხვდება. სტადიონები მოგვიანებით გამოცხადდება, თუმცა ვიცით ის, რომ ორივე მატჩი სამხრეთ ფლორიდაში ჩატარდება.
ინგლისელები კოსტა რიკას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ და 0:0 ითამაშეს, ახალ ზელანდიას კი ბოლოს 1991 წელს შეხვდნენ და 2 თამაში გამართეს - ორივე ბრიტანელთა გამარჯვებით დასრულდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს იხსნება, თუმცა ტომას ტუხელის გუნდი საქმეში 17 ივნისიდან ერთვება და მეტოქეებად ხორვატიის, განისა და პანამის ნაკრებები ჰყავს.