პრემიერ ლიგის ფეხბურთელებმა ამ სანაკრებო შესვენებაზე იბრწყინეს. განსაკუთრებით ხუთმა დაგვამახსოვრა თავი.
ვიქტორ გიოკერესი - შვედეთი
შვედეთი მსოფლიო ჩემპიონატზე უეფას პლეი-ოფის მეშვეობით დაბრუნდება. ტურნირზე გასვლისთვის შვედები ვიქტორ გიოკერესს უნდა უმადლოდენ. არსენალის თავდამსხმელმა სანაკრებო შესვენებაზე ოთხი გოლი გაიტანა. გიოკერესმა ნახევარფინალში უკრაინის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა, რის შემდეგაც პოლონეთთან 88-ე წუთზე გადამწყვეტი გამარჯვების გოლი გაიტანა. ალექსანდრ ისაკის არყოფნისას გიოკერესმა იყოჩაღა და ახლა 32 მატჩში 19 გოლი აქვს.
აქსელ ტუანზებე – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის 52-წლიანი ლოდინი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის დასრულდა. მათ კონტინენტთაშორის პლეი-ოფში იამაიკა დაამარცხეს. აფრიკულმა ერმა დამატებით დროში 1-0 გაიმარჯვა, გადამწყვეტი გოლი კი აქსელ ტუანზებემ გაიტანა. ფეხბურთელმა ძალიან ახლოდან დაარტყა და კონგოს ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა.
კარუ მიტომა - იაპონია
იაპონიას დასამახსოვრებელი სანაკრებო შესვენება ჰქონდა.
მიტომა უემბლიზე ინგლისის წინააღმდეგ გამარჯვების გმირი გახდა. მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა და იაპონიის ნაკრები პირველი აზიუტი გუნდი გახდა, რომელმაც ინგლისის დამარცხება შეძლო.
ფლორიან ვირცი - გერმანია
ფლორიან ვირცი ლივერპულში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, თუმცა შესვენებაზე გერმანიის ნაკრებში თავისი კლასი აჩვენა. ვირცმა ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა შვეიცარიის წინააღმდეგ. მან ჯონათან ტაჰისა და სერჟ გნაბრის საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც დუბლი შეასრულა.
ვირცის გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე გავიდა, რითაც ანგარიში 4:3 გახდა და იულიან ნაგელსმანის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ნაგელსმანი ვირცის კლუბური ფორმის კრიტიკაზე:
ასეთი სიმკაცრე გამართლებული არ იყო.
ჯეიმს გარნერი - ინგლისი
ინგლისის გუნდში ცოტა თუ იქნება კმაყოფილი ამ თვეში თავისი თამაშით, რადგან ინგლისმა ურუგვაისა და იაპონიის დამარცხება ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, ნაკრებში დებიუტისას წარმატებული თამაშის გამო, მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გარნერი რეალ მადრიდის ურუგვაელ ვარსკვლავ ფედერიკო ვალვერდესაც კი შეადარა.