ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრების ექსპერიმენტულმა მარტის შეკრებამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავისი შემადგენლობის არჩევანში კიდევ უფრო დაარწმუნა.
გერმანელმა მწვრთნელმა სხვადასხვა მოთამაშე გამოსცადა და საბოლოოდ შეარჩია 26 ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისს წარმატებამდე მიიყვანს.
ტომას ტუხელის გუნდს პარასკევს ურუგვაიმ ფედე ვლავერდეს გოლით ბოლო წუთებზე გაუთანაბრა, ოთხი დღის შემდეგ კი ტრავმებით დასუსტებულმა ინგლისმა იაპონიასთან 1-0 წააგო.
ად
ინგლისის ნაკრების ბოლო საშინაო მატჩის დასრულებას გულშემატკივრების მხრიდან სტვენა მოჰყვა. ეს იყო ნაკრების პირველი მარცხი აზიურ გუნდთან. ტუხელმა ამ ამხანაგურ მატჩში ჰარი კეინის, ჯუდ ბელინგემისა და ჯორდან ჰენდერსონის დაყენება არ გარისკა. ტრავმების გამო ბოლო დღეებში გუნდს გამოაკლდნენ ბუკაიო საკა, დეკლან რაისი და ჯონ სტოუნზი. ტუხელი შიშობს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში შესაძლოა კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები გაჩნდეს.
შაბათ-კვირას საშიში იქნება ტელევიზორის ყურება და ასე გაგრძელდება სეზონის ბოლომდე, რადგან ახლა ნებისმიერი ტრავმა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
ინგლისის მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ გუნდს აკლია ლიდერები. ტუხელის თქმით, ფეხბურთელის გამოკლება არასდროსაა კარგი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურების გარეშე დარჩენა, როგორებიც არიან ჯორდან ჰენდერსონი, დეკლან რაისი და ბუკაიო საკა, კიდევ უფრო უარესია. ჰარი კეინის გამოკლებით, ინგლისს ფაქტობრივად აღარ დარჩა ლიდერები, რაც დიდ გავლენას ახდენს ნაკრებზე.
ტუხელის აზრით, მომდევნო რვა კვირა ყველაზე საფრთხილოა:
ვნერვიულობ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფეხბურთელები ჯანმრთელად დარჩებიან.
ის ინგლისის საბოლოო შემადგენლობის გამოცხადებას პრემიერ ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. აუცილებელია, რომ განაცხადი FIFA-სთვის 31 მაისამდე წარადგინოს.
ინგლისი ჯგუფ L-ში პირველ მატჩს 17 ივნისს დალასში, ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შემდეგ მეტოქეები იქნებიან განა და პანამა.
ძლიერი მეტოქეებთან ცუდი შედეგები (სენეგალთან და იაპონიასთან მარცხი, ურუგვაისთან ფრე) ტუხელს არ აშინებს:
შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ
ტომას ტუხელი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელების ტრავმებზე არა ცუდი შედეგების გასამართლებლად საუბრობს, არამედ ამით უბრალოდ ხსნის თუ რატომ არ არის ყველაფერი იდეალურად.