ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, კლუბის ფორვარდის, ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა და საუდის არაბეთის კლუბების მხრიდან ინტერესი არ გამორიცხა.
თუმცა, ჰიონესი დარწმუნებულია, რომ ინგლისელი შემტევი გერმანიაში თავს ბედნიერად გრძნობს:
„მას გამოსასყიდი პუნქტით არ უსარგებლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს. ჩემი ინფორმაციით, ის და მისი ოჯახი აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ.
არასდროს იცი, როდის გამოჩნდებიან საუდელები და შესთავაზებენ დიდ ფულს... მაგრამ ის აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
კეინს შეუძლია ამ დონეზე კიდევ მინიმუმ სამი-ოთხი წელი ითამაშოს, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც საკუთარ სხეულზე ზრუნავს. ის მუდმივად დიდ ყურადღებას უთმობს აღდგენით პროცესებს და ფიზიოთერაპევტებთან მუშაობს.“