კატალონიური კლუბი მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდის მიმართ ინტერესს კი იჩენს, თუმცა ტრანსფერისთვის ზედმეტი ძალისხმევის გაღებას არ გეგმავს.
გამოცემა Marca-ს ცნობით, ბარსელონა არ აპირებს ფინანსური მოდელიდან ამოვარდნას და ფეხბურთელში გადამეტებული თანხის გადახდას. კლუბში ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი ტრანსფერი ხელფასების ლიმიტსა და ფინანსური ფეირ-პლეის წესებს უნდა შეესაბამებოდეს.
გარდა ამისა, ბარსელონას ხელმძღვანელობა სკეპტიკურად უყურებს თავად ტრანსფერის განხორციელების სცენარს. კლუბში არ სჯერათ, რომ ალვარესი ატლეტიკოზე ზეწოლას მოახდენს წასვლის მოთხოვნით, ამის გარეშე კი შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მადრიდელების პოზიცია: ატლეტიკო მზად არის ფეხბურთელს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, წლიური 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით, რათა ის გუნდში შეინარჩუნოს.
ამ ეტაპზე ტრანსფერი უკიდურესად რთულად გამოიყურება — ბარსელონა ალვარესის გამო ვა-ბანკზე წასვლას არ აპირებს და მზად არის გარიგებაზე უარი თქვას, თუ პირობები მათ სტრატეგიას არ მოერგება.