რაფინიას მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა დაუდგინდა, რაც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ (CBF) იმ დისკომფორტის შემდეგ დაადასტურა, რომელიც მან ბოსტონში გამართული ბრაზილია-საფრანგეთის მატჩის დროს იგრძნო.
მოთამაშე ბარსელონაში ბრუნდება შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად. სავარაუდო აღდგენის პერიოდი 5 კვირაა. - ინფორმაციას ბარსელონას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
იგი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა ტაიმის შესვენებაზე ამხანაგურ მატჩში, რომელიც სამხრეთ ამერიკელთა 2-1 მარცხით დასრულდა.
VIDEO: გრანდების დაპირისპირება აშშ-ში - საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
მიმდინარე სეზონში რაფინიამ ჯამში 31 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, რითაც ბარსელონას მეორე საუკეთესო ბომბარდირია.
რაფინიას 5-კვირიანი უქმობა ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ატლეტიკოსთან ორივე მატჩს გამოტოვებს.