რაფინია ბრაზილიის ნაკრების მატჩში დაშავდა.
ბრაზილიის ნაკრების ვინგერმა, რაფინია დიასმა, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (1:2) ბარძაყის ტრავმა მიიღო.
VIDEO: გრანდების დაპირისპირება აშშ-ში - საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
29 წლის ფეხბურთელი შესვენების დროს შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე ლუის ენრიკე გამოვიდა.
ბარსელონას შემტევი სამედიცინო შემოწმებას ამ პარასკევს გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ტრავმის სირთულე და რეაბილიტაციის ვადები.