ჩელსის ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი ამ ზაფხულს რეალში გადასვლაზე ოცნებობს.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, არგენტინელისთვის მადრიდულ კლუბში თამაში „ოცნებაა“. მიუხედავად ამისა, რეალს ტრანსფერისთვის ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
25 წლის ფეხბურთელით ალ-იტიჰადიც ინტერესდება, თუმცა კარიერის ამ ეტაპზე ენცო საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლას არ განიხილავს.
ჩელსის ფერნანდესის გაშვება არ სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი სხვადასხვა ვარიანტს აქტიურად აკვირდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერზე კატეგორიულად არ დაჟინებულა.
ცნობილია, რომ ნახევარმცველი ჩელსის მწვრთნელის პოსტიდან ენცო მარესკას დათხოვნით იმედგაცრუებული დარჩა და ერთ-ერთი ბოლო მატჩის შემდეგ ეს საჯაროდაც აღიარა.
„გაუგებარი გადაწყვეტილება იყო", — ენცო ფერნანდესი მარესკას გაშვებაზე