ლივერპულის ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი, სერიოზულად ეჭვობს, რომ ტოტენჰემი პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს.
ამჟამად დეზები მე-18 ადგილზე იმყოფებიან და გადასარჩენ ზონას 2 ქულით ჩამორჩებიან.
უბრალოდ არ მჯერა. როგორც ჩანს, ტოტენჰემი მართლა გავარდება. სხვა გუნდებს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან, რაღაც კოზირები მაინც აქვთ.
ახლა თავად ტოტენჰემია ყველასთვის მოსახერხებელი მეტოქე. ვულვერჰემპტონი ბოლო ადგილზეა. მართლა გგონიათ, რომ ტოტენჰემი მოიგებს? შანსი არაა.