სანდერლენდთან გუშინდელი მარცხით ტოტენჰემი ოფიციალურად ჩაეშვა პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში.
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, გუნდს 7 გამარჯვება, 9 ფრე და 16 მარცხი აქვს და 30 ქულით მე-18 ადგილს იკავებს და გადასარჩენ ზონას 2 ქულით ჩამორჩება.
თუმცა, პრობლემა არა ქულების რაოდენობაში, არამედ გუნდის სათამაშო ფორმაშია. 2026 წელს პრემიერ ლიგაში გუნდს ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგია და არც ახალი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის მოსვლა აღმოჩნდა ამ შემთხვევაში სიტუაციის გამომსწორებელი.
ჩემპიონატში თავისი უკანასკნელი გამარჯვება გუნდმა 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, კრისტალ პალასთან სტუმრად (1:0) მოიპოვა და მას შემდეგ ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას.
პრემიერ ლიგაში ტოტენჰემს კიდევ 18 ქულის მოპოვება სჭირდება და გადასარჩენად შემდეგი მატჩები აქვს:
ბრაიტონი (სახლი)
ვულვზი (სტუმრად)
ასტონ ვილა (სტუმრად)
ლიდსი (სახლი)
ჩელსი (სტუმრად)
ევერტონი (სახლი).