ჩელსიმ 28 წლის შემდეგ პირველად წააგო პრემიერ ლიგის ზედიზედ სამი მატჩი გოლის გატანის გარეშე.
გუშინ, ლიამ როსენიორი გუნდი მანჩესტერ სიტისთან 32-ე ტურის შეხვედრაში 0:3 დამარცხდა.
მანამდე ლონდონელებმა ევერტონთან (0:3) და ნიუკასლთან (0:1) წააგეს. მსგავსი მშრალი სერია გუნდს 1998 წლის მარტის შემდეგ არ ჰქონია.
პრემიერ ლიგის ბოლო 7 მატჩში ჩელსის სტატისტიკა საგანგაშოა: 5 მარცხი, 2 ფრე და მხოლოდ ერთი გამარჯვება ასტონ ვილასთან (4:1). სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ლონდონელები 48 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
მომავალ შაბათს, 18 აპრილს, ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.