მადრიდის ატლეტიკოს ისტორიაში ახალი ერა იწყება.
ხოსემა ხიმენესის წასვლასთან ერთად, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, კლუბის პირველ გუნდში არცერთი ურუგვაელი ფეხბურთელი არ ირიცხება.
ეს უნიკალური სერია 2007 წლის ზაფხულში, მადრიდულმა კლუბმა დიეგო ფორლანის დამატებით რომ დაიწყო, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
როხიბლანკოსის მაისურით ამ ხნის მანძილზე არაერთმა ცნობილმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებმაც კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს:
დიეგო ფორლანი, ლეანდრო კაბრერა, სებოლია როდრიგესი, ხოსემა ხიმენესი, ლუკას ტორეირა და ლუის სუარესი.