ჟოზე მოურინიომ რეალში მუშაობა რადიკალური ცვლილებებით დაიწყო და ორი წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდში მკაცრი დისციპლინა შემოიღო. ჟურნალისტ ხოსე ფელიქს დიასის ინფორმაციით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს ახალი წესები დაუწესა.
მოურინიოს მთავარი ცვლილებები:
დაგვიანების სასჯელი: ვარჯიშზე დაგვიანებული ფეხბურთელი გუნდიდან იკვეთება, მარტო ვარჯიშობს სატრენაჟორო დარბაზში და აუცილებლად ტოვებს მომდევნო მატჩს.
ჯარიმების გაუქმება: მოურინიომ 200-300 ევროიანი ფინანსური ჯარიმები გააუქმა, რადგან მილიონერი ფეხბურთელებისთვის ეს თანხა უმნიშვნელოა, ახლა სასჯელი პირდაპირ სათამაშო დროსა და შრომას უკავშირდება.
სავალდებულო აღდგენა: მოთამაშეებს აეკრძალათ მკურნალობისა და აღდგენითი პროცედურების კლუბის გარეთ გავლა. ყველაფერი მკაცრად მხოლოდ ვალდებებასის ბაზაზე უნდა წარიმართოს.
მკაცრი დიეტა: კლუბის ნუტრიციოლოგის მიერ შედგენილი კვების რაციონი სავალდებულო სამუშაო რეჟიმის ნაწილი გახდა და ფეხბურთელების პირად არჩევანზე აღარ არის დამოკიდებული.
გუნდური მუშაობა: ინდივიდუალურ ხარისხზე დამოკიდებულების ნაცვლად, ტაქტიკური როლები გუნდური ჰარმონიისა და კოლექტიური თამაშის გასაუმჯობესებლად გადანაწილდა.
ამ დროისთვის მოთამაშეები მოურინიოს მოთხოვნებს დადებითად პასუხობენ და ვარჯიშებზე სრულ მზადყოფნას ავლენენ.
პორტუგალიელის მთავარი მიზანია, ეს წესები მუდმივ კულტურად აქციოს და მადრიდის რეალში დაკარგული კონკურენტუნარიანობა დაუბრუნოს.