ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

საგა დასრულდა: ალვარესმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ფეხბურთიფეხბურთი

საგა დასრულდა: ალვარესმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხულიან ალვარესის ირგვლივ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სატრანსფერო საგა დასრულდა და არგენტინელი ფორვარდი მინიმუმ იანვრამდე მადრიდის ატლეტიკოში დარჩება.


უარი არსენალს და ოცნება ბარსელონაზე


მიუხედავად პრემიერ ლიგიდან და კონკრეტულად არსენალიდან დიდი ინტერესისა, ალვარესმა ინგლისში გადასვლაზე კატეგორიული უარი თქვა. ფეხბურთელის ერთადერთი მიზანი კატალონიის ბარსელონაში თამაშია. მან ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დროს ღიად განაცხადა, რომ ჰანსი ფლიკის გუნდში გადასვლა მისი ოცნება იყო.


ატლეტიკოს ხისტი პოზიცია


მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ არგენტინელის კატალონიაში გაშვება დაბლოკა. ატლეტიკოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, თუმცა წასვლის შემთხვევაში: „ჩვენ განვიხილავთ ალტერნატივებს, მაგრამ ეს არასდროს, არცერთ შემთხვევაში არ იქნება ბარსელონა“.


სატრანსფერო ჩიხი


საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ატლეტიკოს ალვარესის პრემიერ ლიგაში გაყიდვა სურდა, რათა დიეგო სიმეონეს გუნდიდან უმოტივაციო მოთამაშე გაეშვა. თუმცა, ზუსტად ისე, როგორც კლუბმა გამოიყენა კონტრაქტი ბარსელონას დასაბლოკად, არგენტინელმაც იგივე ბერკეტით უარი თქვა ინგლისზე.


ახლა ალვარესს ზამთრამდე მადრიდში თამაში და ფორმის შენარჩუნება მოუწევს, იმ იმედით, რომ იანვარში ბარსელონა ფინანსური პრობლემების მოგვარებასა და მის ტრანსფერს შეძლებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არსენალი
ატლეტიკო
ბარსელონა
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: საკას გამარჯვების გოლი - არსენალი სეზონს უდანაკარგოდ იწყებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საკას გამარჯვების გოლი - არსენალი სეზონს უდანაკარგოდ იწყებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დუბლების დღე კამპ ნოუზე - ბარსელონამ დამაჯერებლად იმარჯვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დუბლების დღე კამპ ნოუზე - ბარსელონამ დამაჯერებლად იმარჯვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ის იდეალურად ერგება ჩვენს სტილს!“ - ჰანსი ფლიკმა ახალწვეულის ტრანსფერი შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ის იდეალურად ერგება ჩვენს სტილს!“ - ჰანსი ფლიკმა ახალწვეულის ტრანსფერი შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკი მესიზე: „ვწუხვარ, მაგრამ ესაა ცხოვრება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკი მესიზე: „ვწუხვარ, მაგრამ ესაა ცხოვრება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

VIDEO: საკას გამარჯვების გოლი - არსენალი სეზონს უდანაკარგოდ იწყებს

News image

15 სთ წინ

VIDEO: დუბლების დღე კამპ ნოუზე - ბარსელონამ დამაჯერებლად იმარჯვა

News image

7 სთ წინ

„ის იდეალურად ერგება ჩვენს სტილს!“ - ჰანსი ფლიკმა ახალწვეულის ტრანსფერი შეაფასა

News image

6 სთ წინ

ფლიკი მესიზე: „ვწუხვარ, მაგრამ ესაა ცხოვრება"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება