პარიზში გამართულ ვეტერანთა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენებმა 23 მედალი მოიპოვეს - 8 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.
ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა ანზორ ხმიადაშვილმა (-81 კგ.), გიორგი პაპუნაშვილმა (-90 კგ.), შოთა ჟორჟოლიანმა (+ 100 კგ.), პაატა ღვინიაშვილმა (-100 კგ.), დავით ლორიაშვილმა (+100.), ვალერიანე გიგიბერიამ (73 კგ.), ნესტორ ხერგიანმა (-73 კგ.) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ.) იზეიმეს.
აღსანიშნავია, რომ ალექსი დავითაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გივი ნადარეიშვილი (-60 კგ.), სლავიკ რეზესიძე (+ 100.), დავით უძილაური (-81 კგ.), გიგლა ალიბეგაშვილი (-73 კგ.) და მარიამ ციხელაშვილი (-57 კგ.) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლები კი დიმიტრი მულაძემ (-60 კგ.), გოჩა ზაქრაძემ (-100 კგ.), გეგი თამლიანმა (-100 კგ.), ლაშა ტაველურმა (+ 100.), ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (-60 კგ.), ბადრი ბედიანაშვილმა (-60 კგ.), დევიკო გობეჯიშვილმა (-100 კგ.), გივი შარიაშვილმა (-100 კგ.), ელგუჯა გვასალიამ (-90 კგ.) და ანი ავაქიანმა (-57 კგ.) მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.