უნგრეთის ქალაქ დიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე, ქართველმა სპორტსმენებმა 2 მედალი მოიპოვეს - ვერცხლი და ბრინჯაო.
-60 კგ. წონით კატეგორიაში, ალექსი გულუა ფინალში გავიდა და იქ უკრაინელ მეტოქესთან დამარცხდა. შესაბამისად, ვიცე-ჩემპიონის სტატუსი და ვერცხლის მედალი მიიღო.
-66 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი კაპანაძემ იასპარეზა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა სლოვაკ სპორტსმენს მოუგო.