თურქეთში მიმდინარე ლაზერული სირბილის, ბიატლისა და ტრიატლის ევროპის ჩემპიონატზე, იუნიორებს შორის, გიორგი ცხადაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ცხადაძემ ლაზერულ სირბილში ჩემპიონობა იზეიმა, გუნდურ ესტაფეტაზე დავით დონაძესთან ერთად ოქროს მედალი, ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შედეგად, ქართველმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიგო და ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსიც მიიღო.