საქართველოს ეროვნული გუნდი 2026 წლის პირველ შეხვედრას ისრაელის წინააღმდეგ მართავს. ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო: მამარდაშვილი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, გადრანი, წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ცნობისთვის, ილია ბერიაშვილს, ლუკა გადრანსა და გიზი მამაგეიშვილს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ექნებათ, ხოლო ანრი მექვაბიშვილი 30-ე თამაშს ჩაატარებს.
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათიდან იწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.