ეროვნული ლიგა 2-ის კლუბ კოლხეთი 1913-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი დავით კვირკველიამ დატოვა.
"ფოთის კოლხეთი 1913 მთავარმა მწვრთნელმა, დავით კვირკველიამ და მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, დავით ადეიშვილმა დატოვეს. მადლობას ვუხდით ორივე მწვრთნელს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია მეგრული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
45 წლის კვირკველია, რომელიც ყაზანის რუბინისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, კოლხეთში 2022-24 წლებშიც მუშაობდა, მეორე ვადით კი პოსტზე 2025 წლის აგვისტოში დანიშნეს.
მისი მეორე ვადისას, გუნდი ეროვნული ლიგიდან გავარდა, ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონის საწყის 4 ტურში კი მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა - სართიჭალის შტურმთან (ზუგდიდის ოდიშთან, თელავთან და საგარეჯოს გარეჯთან დამარცხდა).
კოლხეთის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. გუნდი 7 აპრილს, მეგრულ დერბიში, მარტვილის მერანს მასპინძლობს.