ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში იასპარეზა.
გუბანოვამ მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა, რითაც მე-6 პოზიცია დაიკავა. 27 მარტს, მაყურებლის წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგება.
ასევე მოკლე პროგრამაში იასპარეზა, სპორტული წყვილების კატეგორიაში, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა, რომელმაც მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
მსოფლიო ჩემპიონატი - ბერულავა-მეტელკინას წყვილმა მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა