თბილისში მიმდინარე პარაჯუდოს მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე დღეს კიდევ 2 მედალი მოიპოვა.
J2 კატეგორიის +95 კგ. წონაში, რევაზ ჩიკოიძემ ჩემპიონობა იზეიმა - ქართული ფინალი უნდა შემდგარიყო, თუმცა ზვიად გოგოჭურმა, ტრავმის გამო, შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. შესაბამისად, თავად ვიცე-ჩემპიონის სტატუსი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, გათამაშების პირველ დღეს, საბა ბაღდავაძე (-81 კგ.) ჩემპიონი გახდა, ხოლო გიორგი გამჯაშვილმა (-70 კგ.), ზურაბ ზურაბიანმა (-70 კგ.) და ლევან გუგავამ (-81 კგ.) ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე 6 მედალი აქვს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.