5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ივლისის ტესტების ბოლო მატჩი სიდნეიში გამართა და ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
მასპინძლებმა ანგარიშით 40-29 იმარჯვეს. ქართველებმა 4 ლელოს დადება შეძლეს, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებიდან ლელოებით თავი მიხეილ ბაბუნაშვილმა, დავით ნინიაშვილმა და აკაკი ტაბუცაძემ (დუბლი) გამოიჩინეს, ლუკა მატკავამ კი 3 გარდასახვა და 1 ჯარიმა შეასრულა ზუსტად. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ლელო საკმაოდ ლამაზი გამოვიდა.
ავსტრალიელთა მხრიდან ლელოები კი პაისამიმ, ვალეტინიმ (დუბლი), კაილეამ და მაკრაითმა (დუბლი) დადეს, დონალდსონმა კი 5 ზუსტი გარდასახვა ჩაიწერა აქტივში.
მასპინძლები 36-ე წუთიდან კაცნაკლული იყვნენ. მსაჯმა მოედნიდან დაუგუნუ გააძევა.
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ივლისის ტესტებზე 3 მატჩი გამართა, საიდანაც 2 წააგო და 1 მოიგო.
5 ივლისს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ჩვენი გუნდი ფიჯისთან დამარცხდა 12-21. 13 ივლისს ქალაქ სენდაიში მასპინძელ იაპონიის ნაკრებს ვძლიეთ 23-25 და ისტორიაში მეორედ მოვუგეთ, როგორც მათ, ისე ტიერ 1-ის გუნდს.
დღეს კი ზაფხულის ტესტები ავსტრალიასთან მარცხით დასრულდა.
საქართველომ U20 მსოფლიო ჩემპიონატი იტალიასთან გამარჯვებით დაასრულა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები